14 - 16 მარტი
2025
თემა:
ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე"
აქტივობები:
ლექცია, კინოჩვენება, ვორქშოფი
როზადან სიმონამდე 2025

"მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები"

მილიტარიზებული პატრიარქატი და განმეორებადი კრიზისების მშობი კაპიტალიზმი - ნეკროპოლიტიკის მუდმივი წარმოებით და ცრუ პროგრესის სახელით - ერჩის ფემინურობას, ერჩის ბუნებას, ერჩის ქვიარ სხეულებს, ერჩის სიცოცხლეს, ერჩის ყველაფერს, რასაც არ მოაქვს მოგება ან სიკვდილი. მნიშვნელობისგან გამოშიგნული სიტყვები - განვითარება, შენება, პროგრესი - ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმისთვის დაქვემდებარების, კონტროლის და დაშინების მექანიზმების ამუშავების სინონიმია; მოგების პრიმატს დაქვემდებარებული ეკონომიკის ლოგიკით კი, ამ სიტყვებს უკან იგულისხმება მეტი მოხმარება და ათვისება, დედამიწის საბოლოო გამოფიტვამდე.

მუდმივი კატასტროფის მდგომარეობა საგრძნობი ხდება მთელი სამყაროსთვის.

დღეს, გლობალურად მოძლიერებული ფაშისტური რეჟიმი, გვართმევს სივრცეს, სხეულს, გვართმევს საცხოვრისს, გადაგვასახლებს, ხელიდან გვგლეჯს მიწას, გამოგვფიტავს. ანალოგიურად, დაშინების მექანიზმით და მარგინალიზებით, იგი ფლეთს სოციალურ ურთიერთობებს, უმნიშვნელოდ აცხადებს ზოგიერთი ადამიანის, და სხვა ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს. ამგვარი რეჟიმის მთავარი მიზანია, გაწყდეს კავშირი ადამიანებს შორის, ადამიანებსა და ცხოველებს შორის, კავშირი გარემოსთან და თვით საკუთარ სხეულთან.

დღევანდელი საქართველოც, ოლიგარქიული, მზარდად ავტორიტარული მმართველობით, მიკრომოდელია მსოფლიოში დომინანტური, ღირებულებათა და ურთიერთობათა ამ მომაკვდინებელი სისტემისა. ამიტომაა, რომ ამ რეჟიმის შესახებ ნათლად მოიყოლება ქვეყანაში გარემოსდაცვითი თუ ადამიანის უფლებების დაცვითი ბრძოლების საშუალებით.

ჩვენ, ფემინისტები და ანტიფაშისტები, ამის საპირწონედ, ხსნას სისტემურ წინააღმდეგობაში ვხედავთ, ზრუნვის და სოლიდარობის პოლიტიკაში და გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში, ჩაგვრების გადაჯაჭვულობისა და მთლიანობის დანახვაში.

სწორედ ამიტომ, წლევანდელი ფესტივალი ავტორიტარულ და ნეოლიბერალურ პოლიტიკურ რეჟიმებთან წინააღმდეგობის გამწევ, სიცოცხლეზე და მაცოცხლებელ გარემოზე მზრუნველ ინდივიდებსა და კოლექტივებს ეძღვნება, საქართველოში თუ დედამიწის სხვა კუთხეებში.

პროგრამა

  • 14 მარტი
    • 12:00 – მარგანეცს შეწირული სოფელი (Chaikhana) | მარიამ ნიკურაძე, დავით თამაზაშვილი (2024, 14', საქართველო)
    • 12:15 – ბახმარო 2050 (Chaikhana) | ანკა გუჯაბიძე (2024, 23', საქართველო)
    • 12:40 – გველეშაპი (Chaikhana) | ეკა წოწორია (2023, 35', საქართველო)
    • 13:10 – ციებ-ცხელების შემდგომ (Chaikhana) | სალომე ჯაში (2023, 18', საქართველო)
    • 14:00-15:30 – დისკუსია "უხილავი ხელის ხილული ხრჩობა: ბუნება, საზოგადოება და კაპიტალი" | თამუნა ქებურია, ელისო ჯანაშია
    • 18:00 – ბოროტება არ არსებობს | რიუსუკე ჰამაგუჩი (2023, 106', იაპონია)
    ნახე სრულად
  • 15 მარტი
    • 12:00 – წარსულში უკეთ იქნება | ქეთევან ყიფიანი (2024, 26', საქართველო)
    • 12:30 – ღრუბლებს ზემოთ დგომა | ჯალენა კინ-ლი (2020, 15, აშშ)
    • 14:00 – წინააღმდეგობა ნაყოფიერია | ქეთევან კაპანაძე (2024, 15', საქართველო)
    • 14:15 – ბავშვებსა და ზღვაზე (Chaikhana) | დეა ჭოლოკავა (2024, 21', საქართველო)
    • 17:00-18:00 – ფოტო ინსტალაცია: "ტროპიკულ კუნძულებზე რაღაც წაბორძიკდა" | ელენე დუდუჩავა
    • 18:00 – არაფერია ნორმალური | ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკი (2024, 71', თურქეთი)
    ნახე სრულად
  • 16 მარტი
    • 12:00 – დედასამშობლო | ემილი მკრტიჩიანი, ჯესი სურსურიანი (2018, 19', სომხეთი)
    • 12:20 – ბოტები მიწაზე, ხელები ნიადაგში | კაროლინა უსკაკოვიჩი (2023, 15', უკრაინა)
    • 12:35 – ყველაფერი ხეებით დაიწყო | ტომას დორუშკა (2013, 29', ჩეხეთი, თურქეთი)
    • 13:05 – პუმზი | ვანური კაჰიუ (2010, 21', სამხრეთ აფრიკა, კენია)
    • 14:00-15:30 – სახელოსნო: ველური მცენარეების ჩაი | ნინი ხუროშვილი
    • 16:30 – შემგროვებლები | ჯუმანა მანა (2022, 65', პალესტინის ოკუპირებული ტერიტორია)
    • 18:00 – ასოგი | შონ დევლინი (2023, კანადა, ფილიპინები, აშშ)
    ნახე სრულად
8 - 10 მარტი, 2024
2024
თემა:
ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე"
აქტივობები:
ლექცია, კინოჩვენება, ვორქშოფი
როზადან სიმონამდე 2024

საზოგადოებაში გაბატონებული სისტემები, ნორმები, ღირებულებები და აქტორები, ხშირად რიყავენ განსხვავებულს და ძალადობენ უცხო სხეულზე წესრიგის, ნორმალურობის, საკუთარი ინტერესების, კანონზომიერების და “ადამიანობის” დაცვის სახელით.

ამ მოცემულობასთან გასამკლავებლად, გადასარჩენად და არსებობის შესანარჩუნებლად ჩვენი ვამპირებად, მაქციებად, კიბორგებად ტრანსფორმაციაც ხან თავზარდამცემია და შემაშფოთებელი, ხანაც უბრალოდ სევდიანი. მშთანთქმელი სისტემის საპასუხოდ ჩვენ წარმოვიდგენთ დავიწროებული ყოფიერების მიღმა დარჩენილ ქალღმერთებს, ალებს, ქაჯებს და მოვუხმობთ მათ. ფესტივალში კრისტალიზებული ფემინისტი და ქვიარ რეჟისორების მზერა ამხელს სისტემის ბრუტალურობას, სწორხაზოვნებასა, საშიშროებას და პირისპირ გვტოვებს ჩვენში ჩაბეტონებულ შიშთან და ზიზღთან. დაგვაფიქრებს — რატომ და ვისი გვეშინია? ვინ გვძულს და ვინ გვძაგს? ვისზე და რატომ ვძალადობთ? ანიმაციით, ბოდი ჰორორით, გლითერქორით, ციფრული ინსტალაციით, ფოტოგრაფიით, ავტო-ფიქციით და მიუზიკლით გაშუალედებისას უტრირებული ფიქციები ამ კითხვებიდან იბადებიან. წლევანდელი ფესტივალის ეკრანზე გაშუქებული ფილმები და ანიმაციები ააშკარავებენ საზოგადოებაში დამალულ შიშებს, რეპრესირებულ  სურვილებსა და ბრაზს. გადაადნობენ მათ, რომ სამყაროში ერთმანეთთან და საკუთარ თავთან კავშირის მრავალგვარობა და, სხვა მომავალი წარმოვიდგინოთ. ასე და ამგვარად, 2024 წლის ‘როზადან სიმონამდე’ სხვად ყოფნის სევდას, ბრაზს, კითხვებს, აღმოჩენებს და სიხარულს დაეთმობა. Ფესტივალი 8/9/10 მარტს მუტანტ რადიოში (დ.უზნაძის #4-ში) გაიმართება. 8 მარტს Ჩვენებების დასაწყისია 18:00 საათი, ხოლო 9/10 მარტს 14:00 საათი.

 

პროგრამა

  • 08 მარტი
    • 19:00 – სამძივარი | (ვიზგი, 2024 საქართველო, 4’)
    • 19:30 – მოხტუნავე ჯოანა | (პეტრა ფრიმანი 1994, 8’ დიდი ბრიტანეთი)
    • 19:40 – სერულია | (სოფია კარილო 2017, 13’, მექსიკა)
    • 19:40 – Cerulia | (Sofia Carrillo 2017, 13’, Mexico)
    • 19:55 – წვეთ-წვეთობით | (ალეხანდრა რამირესი, ლაურა გონჩალვესი 2017, 10’, პორტუგალია)
    • 20:10-00:00 – ალები, ქალები, გრძნეულები, ქალღმერთები | მულტიმედია გამოფენა (WISG, 2024)
    ნახე სრულად
  • 09 მარტი
    • 14:00 – გოგო, რომელიც, ღამე მარტო სეირნობს სახლამდე | (ანა ლილი ამირპური, 2014, 104’, პორტუგალია)
    • 16:05 – ლილითის დამღა | (Ბრუნა ფიონდა, პოლი გლედვინი, ზაკ მაკ-ნატაფი, 1986, 32’ დიდი ბრიტანეთი)
    • 17:30 – არიბადა | (ნატალია ესკობარი, სიმონ ჯაიკირიუმა პატეუ, 2022, 30’, გერმანია, კოლუმბია)
    • 18:00 – კვერცხმდებელი | (რუთ ჟენრბეკოვა, მარია ვილკოვისკი, ყაზახეთი)
    • 18:30-00:00 – სოფო კობიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია |
    • 19:10 – სატყუარა | (აგნიეშკა სმოჩინკსა, 2015, 92’ პოლონეთი)
    ნახე სრულად
  • 10 მარტი
    • 14:00 – ტიტანი | (ჟული დეკარნუ, 2021, 108’ საფრანგეთი,)
    • 16:30 – ნეპტუნის ყინვა | (ანიშია უზეიმან საულ ვილიამსი/ 2021 108’ ამერიკის შეერთებული შტატები, რუანდა)
    • 19:30 – ონსეტი | (Ანა ენგელჰარდტი, მარკ ცინკევიჩი, 2023, 25’ პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი)
    • 20:00 – ნამარხი | (რიარ რიზალდი/ 2023, 13’)
    ნახე სრულად
3-5 მარტი, 2023
2023
თემა:
ფემინისტური ფილმების ფესტივალი "როზადან სიმონამდე"
აქტივობები:
ლექცია, კინოჩვენება, ვორქშოფი
როზადან სიმონამდე 2023

ფემინისტური ეთიკისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ ვინ და როგორ ახდენს ქალთა გამოცდილების დოკუმენტირებას და რეპრეზენტაციას. ამ კონტექსტში, გამოცდილების პოლიტიკა არის წინააღმდეგობა, რომელიც აზროვნების ჰეგემონიური ფორმების გადააზრებისა და მისგან გათავისუფლებისკენ არის მიმართული.

კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა - ფესტივალის “როზადან სიმონამდე” 2023 წლის გამოშვების მთავარი თემაა.

წლევანდელი კინოპროგრამა ფოკუსში აქცევს ქალი და არაბინარული რეჟისორების ნამუშევრებს, სადაც ავტორები საკუთარი და პროტაგონისტების გამოცდილების უნიკალურ რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.

ფესტივალის განმავლობაში, მონაწილე რეჟისორებთან და აუდიტორიასთან ერთად ვიმსჯელებთ ფილმის გადაღების, როგორც გამოცდილების დოკუმენტირების, ალტერნატიული მეხსიერების წარმოების, იდენტობის რეპრეზენტირების, დროსა და სივრცეში დაშორებულ ქალებს შორის დიალოგის შესახებ. 

ეს შინაარსები განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი ხდება მოცემულ დომინანტურ წესრიგში, რომელიც პროგრესის, განვითარებისა და თავისუფლების სწორხაზოვან, აისტორიულ და ცარიელ მნიშვნელობებს გვთავაზობს.

წლევანდელ პროგრამას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ კამპანიის ფარგლებში “გადაკვეთის წერტილები - რატომ გვჭირდება ინტერსექციული ფემინიზმი?” 

ფესტივალის ჩვენებები 3, 4 და 5 მარტს, კინოთეატრ ამირანის მესამე დარბაზში გაიმართება. ჩვენებების დასაწყისია 17:00 საათი

 

პროგრამა

  • 03 მარტი
    • 17:00 – ვაჩნაძის ქუჩა | ლია ჯაყელი (2013, 40', საქართველო)
    • 18:10 – დადუ და ლანა | ლია ჯაყელი (2022, 20', საქართველო)
    • 18:30-19:00 – საუბარი დოკუმენტალისტ ლია ჯაყელთან | კინოს გადაღება, როგორც ფემინისტური წინააღმდეგობა
    ნახე სრულად
  • 04 მარტი
    • 17:00 – თხრა | ოქსანა კაზმინა (2022, 20', უკრაინა)
    • 17:30 – ამინდის პროგნოზი | კამილა იანარი (2022, 9', უკრაინა)
    • 18:00 – ძიაპშიპად ყოფნის შესახებ | ანნა ძიაპშიპა (2018, 9', საქართველო)
    • 18:10-18:40 – საუბარი ანნა ძიაპშიპასთან | კინოს გადაღება, როგორც იდენტობის ძიების საშუალება
    • 19:00 – გუმანით გრძნობა: ჭეშმარიტების ფრაგმენტები | კატაიუნ ჯალილიპური (2021, 12', ირანი)
    • 19:15 – ბეღურა თავისუფალია | ნიკი კოჰანდელი (2021, 14', ირანი)
    • 19:30 – დედას გარგრის კომპოტი | ნია ფეკრი (2020, 24', ირანი)
    • 19:55 – წერილი დაუბადებელ ბავშვს | სეფიდე ფარსი (1988/2015, 4', ირანი)
    ნახე სრულად
  • 05 მარტი
    • 17:00 – მინუეტი გაუჩინარებისთვის | მაამან რეზაე (2016, 6', ირანი)
    • 17:10 – და მათი თვალები არ გვიყურებდა | მაამან რეზაე (2022, 2', ირანი)
    • 17:15 – აბრეშუმის ოცნება | ნაჰიდ რეზაეი (2003, 43', ირანი)
    • 18:30 – ჰერათი | სეფიდე ფარსი (2007, 85', ირანი)
    ნახე სრულად