ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები პროგრამიდან "ფილმები ირანიდან და ირანისთვის", შედგენილი ფემინისტური ონალინ გამოცემა Another gaze-ის მიერ. 

17:00

მინუეტი გაუჩინარებისთვის

მაამან რეზაე (2016, 6', ირანი)

მინუეტი გაუჩინარებისთვის ვიზუალური პოემაა, რომელიც რეჟისორმა ირანში პოლიტპატიმარი მამისთვის შექმნა. ფირზე დახატულ ნამუშევრებსა და ბავშვობაში შესრულებულ სავიოლინო ნაწარმოებებთან ერთად, მამის წერილები, მისი საჩუქრები, მისი სატელეფონო ზარები და ციხის კედლებს შორის მალულად ჩაწერილი ვიდეოები ამ პოემის ტაეპებია.

17:10

და მათი თვალები არ გვიყურებდა

მაამან რეზაე (2022, 2', ირანი)

ეს ფილმი პასუხია ძალადობასა და საშინელებაზე, რომელიც ირანში 2019 წლის საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ეს არის პროტესტი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომელმაც სხვა მხარეს გაიხედა მაშინ, როცა 100-ზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვი მოკლეს ირანის ქუჩებში.

17:15

აბრეშუმის ოცნება

ნაჰიდ რეზაეი (2003, 43', ირანი)

“აბრეშუმის ოცნებაში” რეჟისორი ნაჰიდ რეზაი ქალთა სკოლაში ბრუნდება, სადაც ოცდახუთი წლის წინ სწავლობდა. თანამედროვე თეირანში, ახალგაზრდა გოგონების ცხოვრების, მათი ოცნებებისა და იმედების ამ გულწრფელი გამოკვლევისას, გოგონები საუბრობენ მომავალზე, ხან შოკისმომგვრელი პირდაპირობით, ხშირად იუმორით და ზოგჯერ სევდიანად.

18:00-18:30 - შესვენება

18:30

ჰერათი

სეფიდე ფარსი (2007, 85', ირანი)

სეფიდე და დარია. დედა და ქალიშვილი. წარმატებული ახალგაზრდა კინორეჟისორი და ბავშვი, რომელსაც ჩამოყალიბებული აზრი აქვს იმაზე, თუ როგორ გადაიღოს ფილმი. ისინი ერთად ხანგრძლივ მოგზაურობაში, თავიანთი დიდი ოჯახის წევრებთან შესახვედრად მიდიან: პარიზიდან თეირანამდე და ავღანეთის საზღვრებს მიღმა. საჰაერო გზით, მატარებლით, მანქანით…და არასოდეს ტოვებენ თავიანთი ვაჭრობის იარაღს: ორ ვიდეოკამერას, რომელთაგან ერთი ისეთი პატარაა, რომ შეუმჩეველი რჩება ხოლმე. გზად პეიზაჟებს, სოფლებს, ხმებს და სახეებს ხვდებიან, რომლებიც ერთმანეთს გრძელმა მანძილმა და განსხვავებულმა ბედის გზამ დააშორა. მოგზაურობის დრო ამბის თხრობის დროა: ღამით სეფიდე ამბებს ქალიშვილისთვის ძილის წინ მოსაყოლ ზღაპრებად აქცევს. გენეალოგიური ხის რთული განშტოებები ოჯახურ ალბომშია თავმოყრილი.