Ფესტივალის მეორე დღეს, ჩვენ შორის მყოფი ვამპირები, ქალთევზები, ურჩხულები და ზოგადად უცხო სხეულები სააშკარაოზე გამოვლენ. Ფილმები, რომლებიც ეკრანზე 9 მარტს გავა ამოაყირავებენ და კითხვის ნიშანს დაუსვამენ ჰორორის ჟანრს და მის კლასიკურ გაგებას. Ჩამოშლიან ურჩხულის ხატს, რომლის დასწავლულმა აღქმამ ჩარჩოებში მოამწყვდია და გარიყა უცხო სხეულები.

14:00

გოგო, რომელიც, ღამე მარტო სეირნობს სახლამდე

(ანა ლილი ამირპური, 2014, 104’, პორტუგალია)

“ცუდი ქალაქის” ჩრდილში - უკანონო ჯოჯოხეთის ხვრელში, სადაც მიწისქვეშა არსებები, ნარკოტიკების დისტრიბუტორები და “სუტენიორები” თანაცხოვრობენ, მარტოხელა ვამპირი ქუჩებში დახეტიალობს. ჰიჯაბში და ზოლიან მაისურში გამოწყობილი, ის ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას დაყვება. ერთ ღამეს ვამპირი ხვდება არაშს, ახალგაზრდა ბიჭს და აქედან იწყება ზღაპრული დრამა ქალურ ძალაუფლებასა და წინააღმდეგობის ხიბლზე, რომელიც ამავდროულად ბნელი იუმორითაა გაჯერებული.

 

16:05

ლილითის დამღა

(Ბრუნა ფიონდა, პოლი გლედვინი, ზაკ მაკ-ნატაფი, 1986, 32’ დიდი ბრიტანეთი)

Თეთრკანიანი, ბისექსუალი ვამპირი ლილია, თავის პარტნიორ ვამპირ ლუკთან მონოტონურობის ციკლშია გაჭედილი. ლილიას გაჭირვების ტალკვესი  მისი შეხვედრაა შავკანიან ლესბოსელ ზენასთან, რომელიც რელიგიებსა და კულტურაში არსებულ ქალღმერთებზე კითხულობს და საშინელებათა ფილმების ჟანრს იკვლევს.

 

17:30

არიბადა

(ნატალია ესკობარი, სიმონ ჯაიკირიუმა პატეუ, 2022, 30’, გერმანია, კოლუმბია)

კოლუმბიის ყავის რეგიონის შუაგულში, არიბადა, მკვდრეთით აღმდგარი ურჩხული ხვდება Las Traviesas-ს, ემბერას ტომის ტრანსქალების ჯგუფს. ჯადოსნური, მეოცნებე და პერფორმატიული თანაარსებობით ისინი თავიანთ უნიკალურ სამყაროს და საკუთარ მომავალს ქმნიან.

18:00

კვერცხმდებელი

(რუთ ჟენრბეკოვა, მარია ვილკოვისკი, ყაზახეთი)

Ავტო-ნარატიული ფილმი ქვიარ წყვილის და ‘კვერცხისმდებელის’ რეპროდუქციულ ისტორიაზე, გამოწვევებსა და უცნაურობებზე მოგვითხორბს.

18:30

სოფო კობიძის ფოტოწიგნის პრეზენტაცია

სოფო კობიძე (დაბ 1987)  ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მის მთავარ სამუშაო მედიუმებს წარმოადგენს, ფერწერა, გრაფიკა, ფოტოგრაფია, ინსტალაცია. ამასთანავე ის მუშაობს პროდუქტის დიზაინზეც. ის არის თანამედროვე ინტერდისციპლინარული არტ პლათფორმა ობსკურას დამფუძნებელი და ასევე კურორტის, საზიარო სახელოვნები სივრცის ერთერთი დამფუძნებელი.

19:10

სატყუარა

(აგნიეშკა სმოჩინკსა, 2015, 92’ პოლონეთი)

Გამორჩეული საუნდტრეკების თანხლებით, ფილმი “სატყუარა” აბსურდული ჟანრის დიდი ექპსრიმენტია, რომელიც მიუზიკლიდან ჰორორამდე ვარირებს. Ფილმის მხატვრული ხერხებით, მაყურებლამდე შემაწუხებლად ახლოს მოდის ნაციონალური სენტიმენტების მელანქოლია, ზღვის წყლის მარილიანი გემო და - სისხლი!