ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2024 წლის პროგრამა ანიმაციის ჟანრით გაიხსნება. ესმედიუმი ფანტაზიის, ჯადოქრობის, ადამიანს მიღმიერის უკეთ მოსახელთებელი საშუალებაა. სხვა სამყაროების დახატვით, ანიმატორები ყოველდღიურობაში გაფანტულ საჭირბოროტო პრობლემებს წარმოაჩენენ.
ანიმაციების შემდეგ, დღის დასასრულს, შეგიძლიათ იხილოთ გაცოცხლებული ალების, ქალების, გრძნეულების და ქალღმერთების მულტიმედია გამოფენა.
საზოგადოების ფორმაციის გარკვეულ ეტაპზე მამრობითმაღვთაებებმა დაჩრდილეს ქალი ღვთაებები. მათი ნაწილი ტრანსფორმირდა, ზოგი ღვთისმშობლის სახეს შეერწყა, ზოგი „გაქრისტიანდა“ და ხატის მოდე გახდა, ნაწილმა კი დემონურ სამყაროში გადაინაცვლა და ქაჯების, ბოროტი დედაბრებისა და კუდიანების სახით გააგრძელა არსებობა ზღაპრებსა თუ ანდრეზებში.
ანიმაციების შემდეგ, დღის დასასრულს, შეგიძლიათ იხილოთ გაცოცხლებული ალების, ქალების, გრძნეულების და ქალღმერთების მულტიმედია გამოფენა.
სამძივარზე ანიმაციის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი, მითოლოგიის მიმართ მინავლული ინტერესის გაღვივებასთან ერთად, სქესთან შეჭიდულ ატრიბუტიკასა და როლებზე ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში არსებული წარმოდგენების უფრო ღრმა ფესვების ძიებაც არის.
საზოგადოების ფორმაციის გარკვეულ ეტაპზე მამრობითი სქესის ღვთაებებმა დაჩრდილეს ქალი ღვთაებები.მათი ნაწილი ტრანსფორმირდა, ზოგი ღვთისმშობლის სახეს შეერწყა, ზოგი „გაქრისტიანდა“ და ხატის მოდე გახდა, ნაწილმა კი დემონურ სამყაროში გადაინაცვლა და ქაჯების, ბოროტი დედაბრებისა და კუდიანების სახით გააგრძელა არსებობა ზღაპრებსა თუ ანდრეზებში.
ანიმაცია მოგვითხრობს ხევსური ბავშვის თვალით დანახულ სამძივარზე, ძლევამოსილ ქალღმერთსა და ხახმატის მოდეზე, რომელიც ყველა დროში ჩვენს გვერდითაა, ხან ხილული, ხან უხილავი, მოუხელთებელი და მომნუსხველი.
Ანიმაციაში ბავშვი იკვლევს სამყაროს და საკუთარ თავს. Ამ თავგადასავალში კი აღმოაჩენს, რომ სინათლეც და სიბნელეც ერთი და იმავე ადგილიდან წარმოიშობა.
Სერულია სახლში გამოსამშვიდობებად ბრუნდება, თუმცა მისი ბავშვობის მოგონებები მას ასე მარტივად არ უშვებენ. Ანიმაცია ეხება ისეთ ფაქიზ თემებს როგორიცაა მოგონებებთან შეჯახება და მშბორლიურ სივრცესთან კავშირის გაწყვეტის ტკივილი.
Სერულია სახლში გამოსამშვიდობებად ბრუნდება, თუმცა მისი ბავშვობის მოგონებები მას ასე მარტივად არ უშვებენ. Ანიმაცია ეხება ისეთ ფაქიზ თემებს როგორიცაა მოგონებებთან შეჯახება და მშბორლიურ სივრცესთან კავშირის გაწყვეტის ტკივილი.
Სოფელი წვეთ-წვეთობით ცარიელდება და იძირება. რომ არ გაქრენ ან სისტემის შემოსაზღვრულ ტერიტორიაში ექსპონატებად არ დარჩნენ, სოფლის მაცხოვრებლები თავიანთ გულისტკივილზე გვიამბობენ.